https://sputnik-georgia.com/20210729/ratom-ar-isveneben-qarTvelebi-somxeTSi-252458450.html
რატომ არ ისვენებენ ქართველები სომხეთში
რატომ არ ისვენებენ ქართველები სომხეთში
Sputnik საქართველო
სწორედ დაბალი ინფორმირებულობის გამო ქართველები ხშირად არ განიხილავენ მეზობელ რესპუბლიკას ტურისტულ მიმართულებად. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T20:14+0400
2021-07-29T20:14+0400
2021-07-30T00:18+0400
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457084_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_0334494d5d93f358f2dbef9c604461df.jpg
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არ განიხილავენ სომხეთს ტურისტულ მიმართულებად, რადგან მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ, აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში თბილისი-ერევანი ვიდეოხიდის დროს „ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში პანდემიის ფონზე" გედევანიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ სტუმრობენ ქართველები სომხეთს, როგორც ტურისტები.„ქართველები არ მიემგზავრებიან არა იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებული, არამედ იმიტომ, რომ არ იციან სად შეიძლება წასვლა. ერევნამდე მხოლოდ სამი საათის სავალია, მაგრამ არცერთ ჩვენს ტურისტს სომხეთში წასვლა არ უფიქრია, რადგან ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გედევანიშვილმა.საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში არსებობს საოცარი გასტრონომიული ტურები და თავადაც ხშირად სტუმრობდა ამ ქვეყანას, მაგრამ პრობლემა არის რეკლამის არარსებობა.გედევანიშვილის თვალსაზრისს დაეთანხმა სპიკერი ერევნიდან, სომხეთის ტურიზმის ფედერაციის საბჭოს წევრი, ტურისტული კომპანია Armenia Travel-ის დამფუძნებელი მარინა კრპეიანი.კრპეიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს ფედერაციის წარმომადგენლებთან განიხილავს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252457084_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_deb2029683e82411c2d39a80a4d1dae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია
რატომ არ ისვენებენ ქართველები სომხეთში
20:14 29.07.2021 (განახლებულია: 00:18 30.07.2021) სწორედ დაბალი ინფორმირებულობის გამო ქართველები ხშირად არ განიხილავენ მეზობელ რესპუბლიკას ტურისტულ მიმართულებად.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არ განიხილავენ სომხეთს ტურისტულ მიმართულებად, რადგან მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ, აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში თბილისი-ერევანი ვიდეოხიდის დროს „ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში პანდემიის ფონზე" გედევანიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ სტუმრობენ ქართველები სომხეთს, როგორც ტურისტები.
„ქართველები არ მიემგზავრებიან არა იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებული, არამედ იმიტომ, რომ არ იციან სად შეიძლება წასვლა. ერევნამდე მხოლოდ სამი საათის სავალია, მაგრამ არცერთ ჩვენს ტურისტს სომხეთში წასვლა არ უფიქრია, რადგან ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გედევანიშვილმა.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში არსებობს საოცარი გასტრონომიული ტურები და თავადაც ხშირად სტუმრობდა ამ ქვეყანას, მაგრამ პრობლემა არის რეკლამის არარსებობა.
გედევანიშვილის თვალსაზრისს დაეთანხმა სპიკერი ერევნიდან, სომხეთის ტურიზმის ფედერაციის საბჭოს წევრი, ტურისტული კომპანია Armenia Travel-ის დამფუძნებელი მარინა კრპეიანი.
კრპეიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს ფედერაციის წარმომადგენლებთან განიხილავს.