https://sputnik-georgia.com/20210729/parlaments-kidev-erti-deputati-tovebs-252456933.html
თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
Sputnik საქართველო
28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად... 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T18:16+0400
2021-07-29T18:16+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251929502_0:172:2048:1325_1920x0_80_0_0_6444e0cb8fb7987ee02f55e3ae69e900.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.ბოლო ორ დღეში პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ასევე მიიღეს ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ. მათ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.როგორც კორძაიამ განაცხადა, ის პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა.შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210729/sharl-misheli-konsultaciebs-iwyebs-252454652.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/04/251929502_0:197:1210:1104_1920x0_80_0_0_7c8c031e4fff0de2eea0007a199dde17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
18:16 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) 28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.
ბოლო ორ დღეში პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ასევე მიიღეს ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ. მათ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
როგორც კორძაიამ განაცხადა, ის პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.
„მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტის შესახებ განცხადებას აუცილებლად წარვადგენ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად სათანადოდ შეფასდება ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა კორძაიამ.
თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.