კორონავირუსის „ინდური" შტამი: სიმპტომები

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის „ინდური" შტამი სწრაფად ვრცელდება, კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობიდან 40–50% უკვე ე.წ. ინდურ შტამზე მოდის და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

„Sputnik–საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა დაწვრილებით ინფორმაციას კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესახებ.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით. საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.

სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.

 



ყველა ახალი ამბავი
0