პოპულარული მომღერლის უცნობი ფოტოები – დიანა ღურწკაია სათვალის გარეშე

© photo: Sputnik / Evgenia Novozheninaდიანა ღურწკაია
დიანა ღურწკაია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
რუსულ მედიაში ცნობილი ქართველი მომღერლის დიანა ღურწკაიას ბავშვობის დროინდელი უცნობი ფოტოები ვრცელდება. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მომღერალი სათვალის გარეშე.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის უცნობ ფოტოებს რუსული გამოცემა ავრცელებს. ცნობილია, რომ დიანა ღურწკაია დაბადებით უსინათლოა, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრს მიაღწია სცენაზე.
მან დაარწმუნა მუსიკის პედაგოგები, რომ ფორტეპიანოზე დაკვრას შეძლებდა, ხოლო 10 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა ფილარმონიის სცენაზე, სადაც ირმა სოხაძესთან ერთად იმღერა.
მომღერალი ცდილობს, ფართო დიზაინის სათვალე ატაროს, რომელიც კარგად ფარავს მის სახეს. ვარსკვლავმა მოახერხა ღირსეულად გადაეტანა თავისი ავადმყოფობა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი შეიძლება ნაზი და სუსტი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში დიანა ძლიერი ბუნების ნატურაა.
სხვათა შორის, დიანა ყოველთვის არ მალავს საკუთარ თვალებს. ინტერნეტში ძალიან ბევრია ვარსკვლავის ბავშვობის ფოტო. ცოტა ხნის წინ კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, რომელშიც, პირველად მთელი შემოქმედების მანძილზე, სათვალის გარეშე მონაწილეობს.
დიანა ღურწკაიას ორი ვაჟი ჰყავს და მეუღლესთან – პიოტრ კუჩერენკოსთან თავს ბედნიერად გრძნობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთში აღიარებული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება.
ყველა ახალი ამბავი
0