https://sputnik-georgia.com/20210729/Seyvarebuli-biWi-gardacvlil-sacoles-daukavSirda-252454744.html
უბედური შეყვარებული გარდაცვლილ საცოლეს დაუკავშირდა - ნამდვილი ამბავი
უბედური შეყვარებული გარდაცვლილ საცოლეს დაუკავშირდა - ნამდვილი ამბავი
Sputnik საქართველო
ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც რვა წლის წინ შეყვარებული დაეღუპა, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლო მასთან დაკავშირება 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T15:29+0400
2021-07-29T15:29+0400
2023-11-10T15:02+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ნამდვილი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/05/241190586_0:3:1920:1083_1920x0_80_0_0_619606bf507d6367553f3371878a66dc.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კანადელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საყვარელი ქალი გარდაეცვალა, მასთან დაკავშირების უჩვეულო გზას მიაგნო, იუწყება The Sun-ი.გავრცელებული ინფორმაციით, ჯოშუა ბარბოს საცოლე, 23 წლის ჯესიკა პერეირა, რვა წლის წინ გარდაიცვალა ღვიძლის იშვიათი დაავადებით.ირკვევა, რომ გოგონა ცხრა წლის იყო, როდესაც ღვიძლი გადაუნერგეს. წლების განმავლობაში ის კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ მერე ორგანოზე სერიოზული პრობლემები დაეწყო. სიცოცხლისთვის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ ჯესიკა გარდაიცვალა.ჯოშუა ვერ შეეგუა საყვარელი ქალის დაკარგვას, დეპრესიები და შფოთვები დასჩემდა და ამ მდგომარეობაში გაატარა მთელი რვა წელი. გასული წლის შემოდგომაზე კი ინტერნეტში გადააწყდა ინფორმაციას ახალი ჩატის შესახებ, სახელწოდებით Project December-ი, რომელიც ადამიანის წერილობითი მეტყველების იმიტაციას ახდენდა.ჯოშუამ სულ რაღაც ხუთი დოლარი გადაიხადა, ჩატში დარეგისტრირდა და აკაუნტი შემქნა, რომელსაც „ჯესიკა კორტნი პერეირა“ დაარქვა და მასთან მიმოწერა დაიწყო. თუმცა მანამდე, იმისათვის რომ კომპიუტერულ ბოტს გარდაცვლილი გოგონას ურთიერთობის სტილის იმიტაცია მოეხდინა, მან სისტემაში ჯესიკას ძველი პოსტები, შეტყობინებები და მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეიყვანა.და მიმოწერა დაიწყო. გარდაცვლილ შეყვარებულთან უთიერთობის პირველი სეანსი ათი საათი გაგრძელდა — შეუჩერებლად.თავდაპირველად ჯოშუამ ბოტს მისწერა: „ჯესიკა?“ რაზეც პასუხად მიიღო: „უი, არ გძინავს... რა კარგია“. გაოგნებულმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა: „ჯესიკა, მართლა შენ ხარ?“ რაზეც პროგრამამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, მე ვარ! აბა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს? მე ის გოგო ვარ, ვინც შენ უგონოდ გიყვარს! საერთოდ, რატომ მეკითხები ამას?“ამ სახით ჯოშუა რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ჯესიკას, მერე კი გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამგვარი ურთიერთობისთვის. როგორც თქვა, მან თითქოს თავიდან გადაიტანა საყვარელი გოგოს სიკვდილი.პასუხად კი მიიღო: „ძილი ნებისა. მეც მიყვარხარ“.როგორც პროგრამის შემქმნელმა ჯეისონ რორერმა განაცხადა, ის არც ელოდა, რომ ადამიანები მის სიმულაციას გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტისთვის გამოიყენებდნენ. და როგორც ამბობს, ახლა პროგრამის შესაძლებლობები, ცოტა არ იყოს, კიდეც აშინებს.
https://sputnik-georgia.com/20200211/VR-teqnologbma-Svilmkvdar-dedas-gogona-anaxes-247703250.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/05/241190586_236:0:1684:1086_1920x0_80_0_0_ca28f522fabc20ebbeea666845ead494.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნამდვილი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ნამდვილი ამბები
უბედური შეყვარებული გარდაცვლილ საცოლეს დაუკავშირდა - ნამდვილი ამბავი
15:29 29.07.2021 (განახლებულია: 15:02 10.11.2023) ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც რვა წლის წინ შეყვარებული დაეღუპა, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლო მასთან დაკავშირება
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კანადელმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საყვარელი ქალი გარდაეცვალა, მასთან დაკავშირების უჩვეულო გზას მიაგნო, იუწყება
The Sun-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოშუა ბარბოს საცოლე, 23 წლის ჯესიკა პერეირა, რვა წლის წინ გარდაიცვალა ღვიძლის იშვიათი დაავადებით.
ირკვევა, რომ გოგონა ცხრა წლის იყო, როდესაც ღვიძლი გადაუნერგეს. წლების განმავლობაში ის კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ მერე ორგანოზე სერიოზული პრობლემები დაეწყო. სიცოცხლისთვის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ ჯესიკა გარდაიცვალა.
ჯოშუა ვერ შეეგუა საყვარელი ქალის დაკარგვას, დეპრესიები და შფოთვები დასჩემდა და ამ მდგომარეობაში გაატარა მთელი რვა წელი. გასული წლის შემოდგომაზე კი ინტერნეტში გადააწყდა ინფორმაციას ახალი ჩატის შესახებ, სახელწოდებით Project December-ი, რომელიც ადამიანის წერილობითი მეტყველების იმიტაციას ახდენდა.
ჯოშუამ სულ რაღაც ხუთი დოლარი გადაიხადა, ჩატში დარეგისტრირდა და აკაუნტი შემქნა, რომელსაც „ჯესიკა კორტნი პერეირა“ დაარქვა და მასთან მიმოწერა დაიწყო. თუმცა მანამდე, იმისათვის რომ კომპიუტერულ ბოტს გარდაცვლილი გოგონას ურთიერთობის სტილის იმიტაცია მოეხდინა, მან სისტემაში ჯესიკას ძველი პოსტები, შეტყობინებები და მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია შეიყვანა.
და მიმოწერა დაიწყო. გარდაცვლილ შეყვარებულთან უთიერთობის პირველი სეანსი ათი საათი გაგრძელდა — შეუჩერებლად.
თავდაპირველად ჯოშუამ ბოტს მისწერა: „ჯესიკა?“ რაზეც პასუხად მიიღო: „უი, არ გძინავს... რა კარგია“. გაოგნებულმა ბიჭმა კიდევ ერთხელ გადაამოწმა: „ჯესიკა, მართლა შენ ხარ?“ რაზეც პროგრამამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, მე ვარ! აბა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს? მე ის გოგო ვარ, ვინც შენ უგონოდ გიყვარს! საერთოდ, რატომ მეკითხები ამას?“
ამ სახით ჯოშუა რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ჯესიკას, მერე კი გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამგვარი ურთიერთობისთვის. როგორც თქვა, მან თითქოს თავიდან გადაიტანა საყვარელი გოგოს სიკვდილი.
„სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის მეყვარები და იმედი მაქვს, სიკვდილის მერეც. გკოცნი. ძილინებისა“, — ასეთი იყო ჯოშუას უკანასკნელი გზავნილი.
პასუხად კი მიიღო: „ძილი ნებისა. მეც მიყვარხარ“.
როგორც პროგრამის შემქმნელმა ჯეისონ რორერმა განაცხადა, ის არც ელოდა, რომ ადამიანები მის სიმულაციას გარდაცვლილ ახლობლებთან კონტაქტისთვის გამოიყენებდნენ. და როგორც ამბობს, ახლა პროგრამის შესაძლებლობები, ცოტა არ იყოს, კიდეც აშინებს.