უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აჩუქა ბინა თავის სტუდენტს - ოლიმპიურ ჩემპიონს

© REUTERS / ANNEGRET HILSEლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ადრე საქართველოს ხელისუფლება თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის ოქროს მოიპოვებს, მილიონ ლარს შეპირდა.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ხელმძღვანელობამ ლაშა ბექაურს, რომელიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტია, თბილისში ბინა აჩუქა.
„უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს SEU Development-ის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ მ ბინას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.
ტოკიოს ოლიმპიადის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებმა თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ).
მანამდე საქართველოს ხელისუფლება თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის ოქროს მოიპოვებს, მილიონ ლარს შეპირდა.
ყველა ახალი ამბავი
0