https://sputnik-georgia.com/20210728/tosha-qeburia-milioneri-mesame-shvili-qeti-jgenti-252442781.html
მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი 23 წლის ასაკში მესამე შვილს აჩენს – მოდელი იუბილარია
მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი 23 წლის ასაკში მესამე შვილს აჩენს – მოდელი იუბილარია
Sputnik საქართველო
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელი კვლავ ორსულადაა და მესამე შვილს აჩენს. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T14:02+0400
2021-07-28T14:02+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/91/245789166_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_160f0263ccb67a95857b16631bb5846b.jpg
მოდელი ქეთი ჟღენტი 23 წლის გახდა და გრანდიოზული დაბადების დღის წვეულება მოაწყო. „ქეთი საოცრებათა სამყაროში“ - ამ ფრაზის ქვეშ იყო გაერთიანებული სადღესასწაულო გაფორმება. მოდელს შავ კაბაში მკვეთრად ეტყობოდა წამოზრდილი მუცელი. მოდელი მესამე შვილზეა ორსულად.რამდენიმე კვირის წინ ჟღენტს TikTok-ზე ისიც დაუწერეს, რომ წონაში მოიმატა, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ამ თემის ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან არასწორია. ხელმომწერები ქეთის წონის მატებასა და ამ ვიდეოს დადებას ორსულობას უკავშირებდნენ. მოდელი მილიონერი ბიზნესმენის თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. ქეთი უკვე ორი შვილის დედაა.მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს 2020 წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2019 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია.საზოგადოება ხშარად საუბრობს ქეთის განათლებაზე. ქეთიმ წარმატებით დაამთავრა კერძო სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. მოდელი კვლავ სტუდენტია.ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა 2017 წელს პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/91/245789166_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_4f7b04e64f2acbf466249b291468908c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი 23 წლის ასაკში მესამე შვილს აჩენს – მოდელი იუბილარია
14:02 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელი კვლავ ორსულადაა და მესამე შვილს აჩენს.
მოდელი ქეთი ჟღენტი 23 წლის გახდა და გრანდიოზული დაბადების დღის წვეულება მოაწყო. „ქეთი საოცრებათა სამყაროში“ - ამ ფრაზის ქვეშ იყო გაერთიანებული სადღესასწაულო გაფორმება. მოდელს შავ კაბაში მკვეთრად ეტყობოდა წამოზრდილი მუცელი. მოდელი მესამე შვილზეა ორსულად.
რამდენიმე კვირის წინ ჟღენტს TikTok-ზე ისიც დაუწერეს, რომ წონაში მოიმატა, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ამ თემის ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან არასწორია. ხელმომწერები ქეთის წონის მატებასა და ამ ვიდეოს დადებას ორსულობას უკავშირებდნენ. მოდელი მილიონერი ბიზნესმენის თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. ქეთი უკვე ორი შვილის დედაა.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს 2020 წლის სექტემბერში მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის მანამდე, 2019 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია.
საზოგადოება ხშარად საუბრობს ქეთის განათლებაზე. ქეთიმ წარმატებით დაამთავრა კერძო სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. მოდელი კვლავ სტუდენტია.
ცოლობაზე თანხმობის შემდეგ წყვილმა 2017 წელს პარიზში საქორწინო ბეჭდები შეიძინა და ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.
ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.