https://sputnik-georgia.com/20210728/samSeneblo-amnistia-kalaZe-252445437.html
სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა – თბილისის მერმა დეტალები განმარტა
სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა – თბილისის მერმა დეტალები განმარტა
Sputnik საქართველო
დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი ძლიერდება – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T16:27+0400
2021-07-28T16:27+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b5922532b36063b53bc6664389a8d67a.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის შესრულებისთვის აუცილებელ წესებსა და პროცედურებს დაამტკიცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.მისი თქმით, კანონი უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გამოქვეყნდა და 28 ივლისიდან ამოქმედდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ კანონით დადგენილი შეღავათები და სპეციალური რეჟიმები.„კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.“ – აღნიშნა კალაძემ.კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზანს„კანონი ითვალისწინებს... კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, მერის განცხადებით, ეს ეხება ობიექტის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში ჩაბარებას.„ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება შენობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში“, – აღნიშნა კალაძემ.აღნიშნული წესი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და გავრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა აშენების ნებართვა 2022 წლის 1 იანვრიდან გაიცემა.ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ამნისტია უპირობო აქტი არ არის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეაგირება ექნება.
https://sputnik-georgia.com/20210226/sergo-birkadze-251009243.html
https://sputnik-georgia.com/20210629/kalaZe-TbilisSi-qaotur-ganaSenianebas-wertili-daesva-252161679.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_264:0:2935:2003_1920x0_80_0_0_6cba8909b2076573b0951415e2f4d9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა – თბილისის მერმა დეტალები განმარტა
16:27 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი ძლიერდება – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის შესრულებისთვის აუცილებელ წესებსა და პროცედურებს დაამტკიცებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კანონი უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გამოქვეყნდა და 28 ივლისიდან ამოქმედდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ კანონით დადგენილი შეღავათები და სპეციალური რეჟიმები.
„კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.“ – აღნიშნა კალაძემ.
კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზანს
„კანონი ითვალისწინებს... კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, მერის განცხადებით, ეს ეხება ობიექტის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში ჩაბარებას.
„ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება შენობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში“, – აღნიშნა კალაძემ.
აღნიშნული წესი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და გავრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა აშენების ნებართვა 2022 წლის 1 იანვრიდან გაიცემა.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ამნისტია უპირობო აქტი არ არის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეაგირება ექნება.