„მოდელი იყო, რომელსაც ფულით სავსე ჩემოდანი ეჭირა“ - მეგან მარკლის ცხოვრების უცნობი ფაქტები

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ბრიტანეთის ცნობილი წყვილი მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდამ ექცევა, მათი პირადი ცხოვრება ბრიტანული და მსოფლიო ტაბლოიდების განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა
ერთი შეხედვით, საზოგადოებამ მეგან მარკლზე ყველაფერი იცის, თუმცა მედიაში მოიძება ფაქტები, რომლებზეც ჯერ არაფერი გსმენიათ.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
მეგან მარკლის მამა შვილიშვილების ნახვის უფლებისთვის სასამართლოში იბრძოლებს
მეგანის ნამდვილი სახელი რეიჩელია
ჰერცოგინიას რეიჩელს არავინ ეძახის, თუმცა ეს სახელი მშობლებმა შვილს დაბადების წუთიდან უსახსოვრეს.
მეგანი კარგი კულინარია
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეგანი გამორჩეულად კარგი კულინარია. სამეფო ოჯახში საკვების პრინცესას ხელით მომზადება არც ისე მიღებული ფორმაა, შესაბამისად მეგანს კულინარიული ნიჭის გამოვლენის დრო და საშუალება არასდროს ჰქონია. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ მეგანს კულინარია ბავშვობიდან იტაცებს.
მეგანმა ნორსვესტერნის (ჩრდილოდასავლეთის) უნივერსიტეტი დაამთავრა
სასექსის ყოფილმა ჰერცოგინიამ ჯერ პოლიტიკის შემდეგ კი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, განათლების გასაღრმავებლად უნივერსიტეტში ორჯერ ჩააბარა და ორივეჯერ არჩევანი ნორსვესტენის უნივერსიტეტზე შეაჩერა.
მეგანი მოდელად მუშაობდა Deal or no Deal შოუში
ცნობილი ამერიკული შოუ Deal or no Deal მეგანის კარიერის ერთ-ერთი სასირცხვილო ფაქტია. ბრიტანეთში მარკლი ჯერ სერიალში მონაწილეობისთვის გაკიცხეს შემდეგ კი არანაკლებ არასასიამოვნოდ ისაუბრეს შოუში მონაწილეობის გამო.
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
მეგან მარკლი ანიმაციური სერიალის პროდიუსერი იქნება
Deal or no Deal - იამერიკული შოუა რომელშიც, ცნობილი ადამიანები ფულის მოსაგებად ინტუიციას ენდობიან, მეგანი შოუში მოდელი იყო, რომელსაც ფულით სავსე პატარა ჩემოდანი ეჭირა.
მეგანი შესანიშნავად საუბრობს ესპანურად
ბრიტანეთის ყოფილი ჰერცოგინია შესანიშნავად საუბრობს ესპანურად, ენის სწავლა მეგანმა სკოლის პერიოდში დაიწყო.
ურთიერთობის დასაწყისში მეგანი და ჰარი პაემანზე უცნობების როლს ირგებდნენ
მანამ სანამ ცნობილი წყვილი ურთიერთობას საჯაროდ გაამხელდა, მეგანი და ჰარი ყველა პაემანზე უცხოებივით იქცეოდნენ, რადგან პრინცს ჟურნალისტები ხშირად დაყვებოდნენ და ჰარის მეგანის ზედმეტი ყურადღებისგან და შევიწროვებისგან დაცვა სურდა.
ყველა ახალი ამბავი
0