https://sputnik-georgia.com/20210728/machavarianis-quchaze-mozraoba-agdgeba-252446017.html
მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე აღდგება
მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე აღდგება
Sputnik საქართველო
მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი იყო ჩართული. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T16:56+0400
2021-07-28T16:56+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207487_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_41629c69e13d8539731565ccbf7c4e98.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.„მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სპეციალური სისტემების საშუალებით, 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება და აღნიშნულ ქუჩაზე უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.
https://sputnik-georgia.com/20210614/rodis-aRdgeba-moZraoba-maWavarianis-quCaze-Tbilisis-meris-moadgilis-ganmarteba-252021880.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207487_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ea33b8bd0fbd7f40cfaee1b4c3dd9bc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე აღდგება
16:56 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი იყო ჩართული.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.
„მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სპეციალური სისტემების საშუალებით, 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება და აღნიშნულ ქუჩაზე უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.