მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს კიდევ ორ სოფელს მიენიჭება

© photo: Sputnikმთის სოფელი
მთის სოფელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ორივე სოფელი - ოძისიც და ფრეზეთიც,  რომლებსაც უახლოეს მომავალში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსით საქართველოში 1797 დასახლება სარგებლობს.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. მცხეთა-მთიანეთის სოფლებს – ოძისსა და ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს>>
მცხეთა-მთიანეთის ორივე სოფელი აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ოძისში მოსახლეობა 690-850 მეტრზე ცხოვრობს. ამასთან, სოფელი მდებარეობს გამყოფ ხაზთან და აკმაყოფილებს დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც. რაც შეეხება სოფელ ფრეზეთს, ის 900 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზეა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს.
სვანეთის კოშკები - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2020
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან
„მთის საბჭოს თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე კვირას გაიმართება მთის საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც ამ ორ სოფელს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. შესაბამისად, ორივე დასახლება სრულად ისარგებლებს მთის კანონით დადგენილი ყველა შეღავათით და დანამატით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ამჟამად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.797 დასახლებას, რაც საქართველოს დასახლებული პუნქტების დაახლოებით 48%-ია.
მაღალმღთიანი დასახლების სტატუსი ითვალისწინებს მთელ რიგ შეღავათებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კერძოდ - დანამატებს განათლების, ჯანდაცვის და სპორტის სფეროში დასაქმებულთათვის, პენსიონერებისთვის. ასევე დადგენილია შეღავათები მცირე მეწარმეებისა და ინდეწამრეებისთვის.
ფშავის რეგიონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2019
მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ
მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 260.266 ადამიანი, ხოლო შესაბამისი შეღავათებით - 472 საწარმო.
2016–2021 წლებში სოციალური მხარდაჭერის კუთხით მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებთათვის სახელმწიფომ 320 მლნ ლარზე მეტი მიმართა.
მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრზე ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრს სიმაღლეზე და ზევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0