სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaსამკერვალო ფაბრიკა
სამკერვალო ფაბრიკა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 30-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ღირებულება  5,5 მლნ  ლარს აჭარბებს.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო.
ქედა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
„ძლიერი სოფელი – ძლიერი საქართველო“: ღარიბაშვილი მთავრობის ამბიციურ გეგმებზე
კომპანიამ „ბეკი“  სამკერვალოს მოსაწყობად 34.600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27.680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სამკერვალო საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა.
„აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული 30-ზე მეტი პროექტის თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია, ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი 5,5 მლნ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0