გაერო კაცობრიობას აფრთხილებს: დედამიწისთვის საფრთხის შემცველი ასტეროიდები ბევრად მეტია

© Pixabay / urikyo33დედამიწა და ასტეროიდი
დედამიწა და ასტეროიდი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
გასულ წელს მსოფლიოს მეცნიერებმა 3 ათასამდე მანამდე უცნობი კომეტა და ასტეროდი აღმოაჩინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსხვილი ასტეროიდებისა და კომეტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ და საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, ნათქვამია გაეროს კოსმოსური სივრცის სამშვიდობო მიზნებით გამოყენების საკითხთა კომიტეტის (COPUOS) ანგარიშში.
„ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ 40% იმ ობიექტებისა, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზომა აქვთ და დედამიწას უახლოვდებიან“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან ირკვევა, რომ 2020 წელს ასტრონომიული ობსერვატორიების მსოფლიო ქსელმა, რომლებიც 40 ქვეყანაშია განლაგებული, დაახლოებით 39,5 მლნ ჩანაწერი შეკრიბა ასტეროიდებსა და კომეტებზე დაკვირვების შესახებ. 2021 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, მეცნიერებისთვის ცნობილია 25.647 ობიექტი, რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან.
ამასთან მხოლოდ გასულ წელს აღმოჩენილია 2.959 კომეტა და ასტეროიდი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ყველა ახალი ამბავი
0