ეპიდემიოლოგი კორონავირუსის სტატისტიკაზე: მე ამას დავარქმევდი SOS მდგომარეობას

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგი დევი ტაბიძე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას ეხმაურება და მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგი კორონავირუსის სტატისტიკაზე: მე ამას დავარქმევდი SOS მდგომარეობას
„მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ! ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით. მე არ ვამბობ იმას, რომ „ლოკდაუნია“ აუცილებელი. „ლოკდაუნს“ ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისგან“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 377.597 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.509), გარდაიცვალა – 5.751 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.256 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.798 ადამიანი იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0