https://sputnik-georgia.com/20210728/136-252447679.html
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 36 ოჯახს დაუკანონა
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 36 ოჯახს დაუკანონა
Sputnik საქართველო
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T19:15+0400
2021-07-28T19:15+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
თბილისის მერია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა, აღნიშნულია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.„მინდა ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, – განაცხადა თბილისის მერმა.როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1,5 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
https://sputnik-georgia.com/20210428/Tbilisis-meriam-sacxovrebeli-farTebi-1-larad-daukanona-55-ojaxs-251593813.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, თბილისის მერია, საქართველო
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 36 ოჯახს დაუკანონა
19:15 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა,
აღნიშნულია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
„მინდა ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1,5 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.