შემოწმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტები: ზოგს რეგისტრაცია გაუუქმდა, ზოგი დაჯარიმდა

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია დაწესებული საკომისიოს შესახებ, ასევე ანგარიშსწორების შემდგომ არ ბეჭდავდნენ ქვითარს და არ გადასცემდნენ მომხმარებლებს.
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გაამკაცრებს თუ არა პოლიტიკას ეროვნული ბანკი ფასების ზრდის გამო – გვენეტაძის განმარტება
მარეგულირებლის ცნობით, დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს ეროვნული ბანკი  მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.
უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი გარკვეული პერიოდულობით მომავალშიც გეგმავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყველა ახალი ამბავი
0