სვანეთისკენ მიმავალი გზების გაწმენდა დაიწყო

© photo : press-service of the Mestia City Hallწყალდიდობა სვანეთში
წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს თავი შეიკავონ სვანეთის მიმართულებებით გადაადგილებისგან.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის შედეგად დაზიანებული სვანეთისკენ მიმავალი გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე – სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ ხიდი და საავტომობილო გზა  დააზიანა.
ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ მონაკვეთზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯი გამოურეცხა.
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ადიდებულმა მდინარემ დასავლეთ საქართველოში საავტომობილო გზა დააზიანა - ვიდეო
ორივე მონაკვეთზე დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა როგორც ტელეკომპანია „პირველი არხი“ იუწყება, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა წაიღო, მოძრაობა დროებით აღდგა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ავტომობილების კოლონას გაატარებენ და გზა დილამდე ისევ ჩაიკეტება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილი რჩება სამი სოფელი – დურაში, ტვიბი და საყდარი. დანარჩენ სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელი ადიში გარე სამყაროს მოწყდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალას და უშგულის მოსახლეობას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0