რუსთაველის გამზირზე ასფალტის საფარი ჩაინგრა - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
რუსთაველის გამზირზე, წყალგაყვანილობის მილის გახეთქვის გამო, გზის საფარი ჩაინგრა. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან
შემთხვევა მაკდონალდსისა და კინოს სახლის შენობებს შორის ამავალ გზაზე მოხდა ტრაქტორის გავლის შემდეგ, რომელიც ბორბლით ჩავარდა ორმოში. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანებული მილიდან გამომავალმა წყალმა საფარის ქვეშ მიწა გამორეცხა.
ადგილზე მისული იყო კომპანია Georgian Water and Power-ის ბრიგადა. დაზიანებული მილი შეიცვალა, მიმდინარეობს გზის საფარის მოწესრიგება.
ყველა ახალი ამბავი
0