ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© Sputnik / STRINGER ISABEL INFANTESლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა და 102,26 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,24%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,26%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,61% მოგებით 106,55 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,19 პუნქტის ფასით, 5,22% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,18%-ით.
სხდომათა დარბაზი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საქართველოს პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა: ვინ მიიღებს მეტ თანხას
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა 101,33 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,78%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,55%–ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 14,6 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 198 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,8-14,68 ფუნტის დიაპაზონში. 
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,02%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,3 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 117 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,18-6,43 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა 11,9 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 192 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,26-12,08 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური