https://sputnik-georgia.com/20210727/piradobis-mowmobebze-shshm-piris-statusis-datana-shesazlebeli-xdeba-252437242.html
პირადობის მოწმობებზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი ხდება
პირადობის მოწმობებზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი ხდება
Sputnik საქართველო
სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ ეკუთვნით. 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T18:40+0400
2021-07-27T18:40+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/10/248481047_0:194:3072:1932_1920x0_80_0_0_acce3e739d1113c0f5140c76ab2deb27.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი.გარდა ამისა, მოთხოვნის შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში დაიტანება.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია.უწყებაში აღნშნავენ, რომ ეს სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
https://sputnik-georgia.com/20210703/meria-baTumis-plaJi-SSm-pirTaTvis-adaptirebulia-252201621.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/10/248481047_0:98:3072:2028_1920x0_80_0_0_2ad4cee717f6485deea8c31b73ec8d2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პირადობის მოწმობებზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი ხდება
18:40 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ ეკუთვნით.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი.
გარდა ამისა, მოთხოვნის შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში დაიტანება.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
უწყებაში აღნშნავენ, რომ ეს სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.