მოპედის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის ჯარიმები გაიზრდება

© photo: Sputnikმოტოროლერი
მოტოროლერი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ცვლილებების მიხედვით, მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ჯარიმა 300 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. პარლამენტში შევიდა ინიციატივა მოპედის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ავტორები არიან ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი.
მიტანის სერვისის კურიერი მოპედით - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2019
საქართველოში მოპედებით და კვადროციკლებით გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე აიკრძალება
მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ჯარიმა 300 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება, ხოლო მოპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 600 ლარისა.
იმისათვის, რომ აღნიშნული ცვლილებები დაკანონდეს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან, რომლის წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამასთან, მოპედი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. მას უფრო ხშირად ახალგაზრდები ირჩევენ, რადგან მართვის მოწმობას არ საჭიროებს. შსს-მ 2019 წელს პარლამენტში შეიტანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოპედის მართვის ყველა მსურველს მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევდა, მაგრამ ცვლილებები ჩავარდა.
ყველა ახალი ამბავი
0