საქართველო კვლავ ოქროს გარეშეა - გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში წააგო

© photo: IJFტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
გრიგალაშვილმა მეოთხედფინალამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მონღოლ მეტოქესთან ორი დაშვებული შეცდომის შედეგად დამარცხდა.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხდა და ასპარეზობას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ტოკიოს ოლიმპიადა: ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო - ქართველი მეოთხედფინალშია
გრიგალაშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თავდაპირველად ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმალ მუროდოვს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წინააღმდეგ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი პარტერში აქტიურობის შედეგად მტკივნეული ილეთით დაასრულა შეხვედრა. მეოთხედფინალში გასასვლელად ტატოს სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან მოუწია დაპირისპირება, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა იპონით გაიმარჯვა.
ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში მონღოლ ძიუდოისტ საეიდ მოლაეის შეხვდა. გრიგალაშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვაზარით დაწინაურდა, თუმცა მონღოლმა ანგარიშის გათანაბრება ძირითად დროშივე შეძლო, შემდეგ კი მეორე ქულაც მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.
რეპეშაჟში გრიგალაშვილი უზბეკ ბოლტაბოევს დაუპირისპირდება, სადაც გამარჯვებული გერმანელ დომინიკ რესელსა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ალან ხუბეცოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0