https://sputnik-georgia.com/20210727/baTumSi-suliko-JRentis-kinomuzeumi-gaixsneba-252436668.html
ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმი გაიხსნება
ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმი გაიხსნება
Sputnik საქართველო
მუზეუმი ბათუმის ცენტრში, ძველ სახლში გაიხსნება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T17:53+0400
2021-07-27T17:53+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396175_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_81e40af84ac1e5358063a928ebaff97e.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბათუმში ქართველი კინოდრამატურგის, მაყურებლისთვის საყვარელი და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმების სცენარის ავტორის სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.მუზეუმის მოწყობა წელს დაიწყება ხულოს ქუჩაზე სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვსპროექტისა და მუზეუმის კონცეფციის ავტორი ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.სულიკო ჟღენტი 1925 წლის 22 ივნისს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, სადაც მძიმედ დაიჭრა. შემდეგ ასწავლიდა სკოლაში ქართულ ენას, ბეჭდავდა მოთხრობებსა და ჩანახატებს ქართულ გაზეთებში. 1954 წელს დაამთავრა ВГИК–ის სასცენარო ფაკულტეტი. მის კალამს ეკუთვნის სცენარები შემდეგი ფილმებისა: „ჯარისკაცის მამა“, „ბურთი და მოედანი“, „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ნერგები“, „წუთისოფელი“, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, „ფესვები“ „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ და ა.შ.არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.
https://sputnik-georgia.com/20200509/----------248448586.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396175_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_a8226bb6e9ad40176de07b25dad68970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საქართველო
ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმი გაიხსნება
17:53 27.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) მუზეუმი ბათუმის ცენტრში, ძველ სახლში გაიხსნება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბათუმში ქართველი კინოდრამატურგის, მაყურებლისთვის საყვარელი და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმების სცენარის ავტორის სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის
განცხადებაში.
მუზეუმის მოწყობა წელს დაიწყება ხულოს ქუჩაზე სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
„მსოფლიოს ზღვისპირა ქალაქებში ერთგვარი სახელოვნებო ტენდენციაა კინომუზეუმების არსებობა. ბათუმი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ასეთი სამუზეუმო სივრცე“, – განაცხადა სცენარისტის შვილმა ოლიკო ჟღენტმა.
პროექტისა და მუზეუმის კონცეფციის ავტორი ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.
კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სულიკო ჟღენტი 1925 წლის 22 ივნისს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, სადაც მძიმედ დაიჭრა. შემდეგ ასწავლიდა სკოლაში ქართულ ენას, ბეჭდავდა მოთხრობებსა და ჩანახატებს ქართულ გაზეთებში. 1954 წელს დაამთავრა ВГИК–ის სასცენარო ფაკულტეტი. მის კალამს ეკუთვნის სცენარები შემდეგი ფილმებისა: „ჯარისკაცის მამა“, „ბურთი და მოედანი“, „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ნერგები“, „წუთისოფელი“, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, „ფესვები“ „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ და ა.შ.
არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).
სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.