საქართველოს უმთავრეს საერთაშორისო ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბი 28 ივლისს რამდენიმე საათით ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როგორ განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს 10 წელიწადში
00:00 საათიდან 04:00 საათამდე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალება გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 04:00 საათიდან 08:00 საათამდე – გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე.
შეზღუდვები უკავშირდება ობიექტზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0