https://sputnik-georgia.com/20210726/saqarTvelos-nakrebis-mesame-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252429685.html
საქართველოს ნაკრების მესამე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები
საქართველოს ნაკრების მესამე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადის მესამე დღემ საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა და კვლავ ძიუდოში – ოლიმპიური ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T22:58+0400
2021-07-26T22:58+0400
2021-07-26T23:53+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427862_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_f5896b4aa846230185a5a5b2393d0aa8.jpg
ლაშა შავდათუაშვილი – ძიუდო, -73 კგლაშა შავდათუაშვილი – ლონდონის (2012) ოლიმპიური ჩემპიონი, რიო-დე-ჟანეიროს (2016) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ლოგიკურია, რომ ტოკიოს თამაშების დაწყებამდე შავდათუაშვილი მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილებოდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა – რომელი სინჯის მედლის?საბოლოოდ მისთვის მესამე ოლიმპიადაზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო და ვერცხლი მოიპოვა.ქართველმა ძიუდოისტმა ძალიან აქტიურად ჩაატარა ფინალური შეხვედრა და მეტოქეს პასიური ბრძოლისთვის ორი შიდოც მიაღებინა. მაგრამ მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის ჩატარება, რომელმაც მას ოქროს მედალი მოუტანა.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მოვიპოვე მესამე ოლიმპიური მედალი. ფინალს რაც შეეხება, გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან. მაგრამ ეს სპორტია... დღეს ძალიან მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის, ძალიან თავისუფლად ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე. უზომოდ ბედნიერი ვარ და მივულოცავ მთელ საქართველოს ამ წარმატებას, გულშემატკივარს, ოჯახს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ლაშა შავდათუაშვილმა.ამ ვერცხლის მედლის შემდეგ შავდათუაშვილი ოლიმპიური მედლების რაოდენობითა და სინჯებით სახელოვან ნინო სალუქვაძეს გაუტოლდა.ეთერ ლიპარტელიანი – ძიუდო, -57 კგ21 წლის ეთერ ლიპარტელიანს სულ ცოტა დააკლდა იმისათვის, რომ ქალთა შორის ძიუდოში პირველი ოლიმპიური მედალი მოეპოვებინა საქართველოსთვის.ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა დამაჯერებლად მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც ოლიმპიადის მომავალ ვერცხლის პრიზიორთან, ფრანგ სარა-ლეონი სიზიკთან დამარცხდა. შემდეგ რეპეშაჟში ლიპარტელიანმა მოუგო პოლონელ იულია კოვალჩიკს, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვეღარ მოერია გამოცდილ იაპონელს ცუკასა იოშიდას.შემაჯამებელ ოქმში ლიპარტელიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგი შედეგია ოლიმპიური დებიუტისთვის.გიორგი ხარაბაძე (-75 კგ) და სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) – კრივისამწუხაროდ, ოლიმპიადის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოკრივეებისთვის, რომლებიც პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ. სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) დამარცხდა ჩინელ ხუ ძანგუანთან (Hu Jianguan) (0:5), ხოლო ხარაბაძემ ასეთივე ანგარიშით წააგო უზბეკ ფანატ კახრამონოვთან.ქართველი მოკრივეების „აქტივში“ ახლა მხოლოდ ესკერხან მადიევი (-69 კგ) დარჩა, რომელიც 1/16 ფინალში უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება.ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთისაქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 42-ე ნომერი) 1/16 ფინალში სამ სეტში 6:4, 3:6, 6:4 მოუგო იტალიელ ლორენცო სონეგოს (26). მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5) დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს გაიმართება.27 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს ორი სპორტსმენი: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ) და ესკერხან მადიევი (კრივი, -69 კგ).
https://sputnik-georgia.com/20210726/laSa-SavdaTuaSvili-vercxli-252424316.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427862_58:0:1989:1448_1920x0_80_0_0_58ebcec432af867a663e3804f973cfa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველოს ნაკრების მესამე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე – შედეგები
22:58 26.07.2021 (განახლებულია: 23:53 26.07.2021) ტოკიოს ოლიმპიადის მესამე დღემ საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა და კვლავ ძიუდოში – ოლიმპიური ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
ლაშა შავდათუაშვილი – ძიუდო, -73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი – ლონდონის (2012) ოლიმპიური ჩემპიონი, რიო-დე-ჟანეიროს (2016) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ლოგიკურია, რომ ტოკიოს თამაშების დაწყებამდე შავდათუაშვილი მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილებოდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა – რომელი სინჯის მედლის?
საბოლოოდ მისთვის მესამე ოლიმპიადაზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან წააგო და ვერცხლი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ძალიან აქტიურად ჩაატარა ფინალური შეხვედრა და მეტოქეს პასიური ბრძოლისთვის ორი შიდოც მიაღებინა. მაგრამ მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის ჩატარება, რომელმაც მას ოქროს მედალი მოუტანა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მოვიპოვე მესამე ოლიმპიური მედალი. ფინალს რაც შეეხება, გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან. მაგრამ ეს სპორტია... დღეს ძალიან მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის, ძალიან თავისუფლად ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე. უზომოდ ბედნიერი ვარ და მივულოცავ მთელ საქართველოს ამ წარმატებას, გულშემატკივარს, ოჯახს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ლაშა შავდათუაშვილმა.
ამ ვერცხლის მედლის შემდეგ შავდათუაშვილი ოლიმპიური მედლების რაოდენობითა და სინჯებით სახელოვან ნინო სალუქვაძეს გაუტოლდა.
ეთერ ლიპარტელიანი – ძიუდო, -57 კგ
21 წლის ეთერ ლიპარტელიანს სულ ცოტა დააკლდა იმისათვის, რომ ქალთა შორის ძიუდოში პირველი ოლიმპიური მედალი მოეპოვებინა საქართველოსთვის.
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა დამაჯერებლად მიაღწია მეოთხედფინალამდე, სადაც ოლიმპიადის მომავალ ვერცხლის პრიზიორთან, ფრანგ სარა-ლეონი სიზიკთან დამარცხდა. შემდეგ რეპეშაჟში ლიპარტელიანმა მოუგო პოლონელ იულია კოვალჩიკს, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვეღარ მოერია გამოცდილ იაპონელს ცუკასა იოშიდას.
შემაჯამებელ ოქმში ლიპარტელიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგი შედეგია ოლიმპიური დებიუტისთვის.
გიორგი ხარაბაძე (-75 კგ) და სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) – კრივი
სამწუხაროდ, ოლიმპიადის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოკრივეებისთვის, რომლებიც პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ. სახილ ალახვერდოვი (-52 კგ) დამარცხდა ჩინელ ხუ ძანგუანთან (Hu Jianguan) (0:5), ხოლო ხარაბაძემ ასეთივე ანგარიშით წააგო უზბეკ ფანატ კახრამონოვთან.
ქართველი მოკრივეების „აქტივში“ ახლა მხოლოდ ესკერხან მადიევი (-69 კგ) დარჩა, რომელიც 1/16 ფინალში უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 42-ე ნომერი) 1/16 ფინალში სამ სეტში 6:4, 3:6, 6:4 მოუგო იტალიელ ლორენცო სონეგოს (26). მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5) დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს გაიმართება.
27 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს ორი სპორტსმენი: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ) და ესკერხან მადიევი (კრივი, -69 კგ).