ნატოს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 იწყება

© AP Photo / Shakh Aivazovსამხედრო სწავლება Agile Spirit
სამხედრო სწავლება Agile Spirit  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
Agile Spirit-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") დღეს გაიხსნება.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
სწავლება Agile Spirit  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადასროლის გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება
წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.
საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „შავი ქორის“ ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული.
უწყების ინფორმაციით, მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი" და „დიდგორი მედევაკი".
საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო
Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია".
მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში პირველად დაიგეგმა საჰაერო–სადესანტო ოპერაცია ქართველი, ბრიტანელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით. გარდა ამისა, სორტას პოლიგონზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი ოპერაცია გაიმართება.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.
ყველა ახალი ამბავი
0