https://sputnik-georgia.com/20210726/laSa-SavdaTuaSvils-pirvelma-pirebma-olimpiuri-vercxli-miuloces-252426316.html
ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
Sputnik საქართველო
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T17:57+0400
2021-07-26T17:57+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423344_316:182:2040:1152_1920x0_80_0_0_5ce0983f0ccaf74322eb66ced2247e6a.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედალი მიულოცა.ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული„კიდევ ერთი მედალი! საქართველო ამაყობს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.ლაშა შავდათუაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის შესრულება და ოქროც მოიგო.აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ).
https://sputnik-georgia.com/20210726/laSa-SavdaTuaSvili-vercxli-252424316.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252423344_526:189:1810:1152_1920x0_80_0_0_ecf6a01ec6505c67a559879f3b624a4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
17:57 26.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედალი
მიულოცა.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული
„კიდევ ერთი მედალი! საქართველო ამაყობს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ლაშა შავდათუაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს", – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე დამატებულ წუთზე ონომ მაინც მოახერხა ილეთის შესრულება და ოქროც მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ).