„არ მიყვარს საჯაროდ სიცილი" – ირაკლი კობახიძე პირადზე და...

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, მისი პოლიტიკური ხედვების შესახებ ყველა გარკვეულია, თუმცა როგორია მისი ყოველდღიურობა, საზოგადოებამ ნაკლებად იცის.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ნოესთან" პირად საკითხებზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
კობახიძე: მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეცვლა – „ფეიკნიუსია"
კობახიძეს საკუთარი თავი „მოკრძალებულ ადამიანად" მიაჩნია, უფროს კოლეგებს არასდროს მიმართავს „შენობით", პირად ურთიერთობებში კი გაცილებით ღია და თავისუფალია.
„არ მიყვარს საჯაროდ სიცილი, პირად ურთიერთობებში კი – პირიქით. ერთ-ერთი, რაც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ეს არის იუმორი, სიცილი, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა საყვარელი ჯგუფი და შემსრულებელი დაასახელა და გიტარაზე ერიკ კლაპტონის ცნობილი კომპოზიცია Tears in heaven შეასრულა.
„აქტიურად ვუსმენდი Led Zeppelin-ს, ბლუზს... ერიკ კლაპტონი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუსიკოსია. ასევე სტინგი. მიმართულებები, ჟანრები სხვადასხვაა, მაგრამ მე ასეთი საყვარელი ჯგუფები მყავდა. რაღაც პერიოდი Queen-საც აქტიურად ვუსმენდი", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
კობახიძემ ასევე გაიხსენა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე მეგობართან ერთად მრავალი წლის წინ შექმნა.
„საქმე სახელის მოფიქრებამდეც არ მისულა, ჩვენ უბრალოდ ვუკრავდით. ნუცუბიძეზე, სადაც ვცხოვრობდი, ბავშვობის მეგობრებთან ერთად სარდაფი მოვაწყვეთ და სხვადასხვა კომპოზიციებს ვასრულებდით. ეს დაახლოებით წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. საინტერესო და სასიამოვნო იყო, რასაც ვაკეთებდით ყველას მოგვწონდა", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა მშობლებთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი იყო, ბებია – სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანი. დედაც აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული. იგი ძალზე შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია", – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
კობახიძე გახარიაზე: ასეთ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე
მისი თქმით, დედასთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება.
„რა თქმა უნდა, იგი მაიძულებდა რაღაცეების გაკეთებას. მაგალითად, რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა, დედამ კი მაიძულა. ეს ჩემთვის მესამე უცხო ენა იყო. ყოველივე ეს გამომადგა განათლების კუთხით. როდესაც საუბარი იყო პროფესიულ განათლებაზე, რჩევას ყოველთვის დედას და მამას ვეკითხებოდი. მე მათ ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ღირებულია", – აღნიშნა კობახიძემ.
პოლიტიკოსის განცხადებით, მიუხედავად დატვირთული დღის გრაფიკისა, ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს შვილებთან.
„პრინციპში, ბავშვებთან საკმარისი დროის გატარებას ვახერხებ. ეს პრიორიტეტია. თქვენ ვერ შეძლებთ რაღაც წლების უკან დაბრუნებას. ბავშვი 6 წლის ასაკში ერთია, 7 წლის ასაკში სულ სხვანაირი. თქვენ ვერ შეძლებთ იმ წლების დაბრუნებას, როდესაც ისინი პატარები იყვნენ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვებთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო", – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე მეუღლესთან, ნატალია მოწონელიძესთან ერთად ორ ვაჟს - 9 წლის გიორგის და 7 წლის ნიკოლოზს ზრდის.
ყველა ახალი ამბავი
0