ზუგდიდის ღირსშესანიშნაობა: დადიანების სასახლე – ფოტო
ზუგდიდის ღირსშესანიშნაობა: დადიანების სასახლე – ფოტო
Sputnik საქართველო
სამეგრელოს მთავრების – დადიანების სასახლე ზუგდიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება დღეს... 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
დადიანების ისტორიული სასახლე ადრე სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია იყო.სასახლის კომპლექსის ისტორია 1837 წელს დაიწყო, როდესაც დავით დადიანის ბრძანებით ზუგდიდში დროებითი სასახლეები აიგო.XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო ორსართულიანი სამეფო სასახლის მშენებლობა, ხოლო 80-იანებში მის გვერდით აიგო ნიკო დადიანის სასახლე, რომლის არქიტექტორიც რუსი ლეონიდ ვასილიევი იყო.
სამეგრელოს მთავრების – დადიანების სასახლე ზუგდიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება დღეს ეს ისტორიული შენობა.
დადიანების ისტორიული სასახლე ადრე სამეგრელოს მთავრების რეზიდენცია იყო.
სასახლის კომპლექსის ისტორია 1837 წელს დაიწყო, როდესაც დავით დადიანის ბრძანებით ზუგდიდში დროებითი სასახლეები აიგო.
XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო ორსართულიანი სამეფო სასახლის მშენებლობა, ხოლო 80-იანებში მის გვერდით აიგო ნიკო დადიანის სასახლე, რომლის არქიტექტორიც რუსი ლეონიდ ვასილიევი იყო.
სასახლის კომპლექსის მშენებლობა 1837 წელს დავით დადიანმა დაიწყო, რომელმაც დროებითი სასახლეები ააგო. მთავარი სასახლე მოგვიანებით აშენდა ეკატერინე დადიანისთვის, რომელიც არქიტექტორმა ედგარ ჯ. რაისმა დააპროექტა.
აქ ინახება ნაპოლეონის ნიღაბიც. საქმე ისაა, რომ ნიკოლოზ დადიანის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, მისი და - სალომე პარიზში წავიდა საცხოვრებლად, სადაც 1868 წელს ცოლად გაყვა პრინც აშილ მურატს. სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში ბონაპარტისტების რელიქციები, მათ შორის ნიღაბიც
დღეისათვის მუზეუმში ინახება 44 ათასზე მეტი ექსპონატი, რომლებიც თარიღდება ჩვენს ერამდე I საუკუნიდან ჩენი წელთაღრიცხვით XIX საუკუნემდე პერიოდებით. მუზეუმის შექმნაზე ჯერ კიდევ დავით დადიანმა იზრუნა
1990-იანი წლებში ზუგდიდში ჩამოვიდა პრინცი აშილ მურატისა და სალომეს შვილთაშვილი - პრინცი ალენ მურატი მეუღლესთან, პრინცესა ვერონიკასთან და ქალიშვილ მატილდასთან ერთად. მათ დააარსეს ფონდი „მურატები საქართველოში“ და შემდეგ ევროპის სასამართლოს გზით დადიანების სასახლისა და ქონების მიღება სცადეს. თუმცა არსებობს დადიანების სასახლეების გადარჩენის ქართული ფონდიც , რომლის დამფუძნებლებიც ადასტურებენ, რომ 1919 წელს დადიანების მემკვიდრეებმა ოფიციალურად თქვეს უარი სასახლეების კომპლექსზე