https://sputnik-georgia.com/20210725/xatia-dekanoiZe-gamokiTxvaze-daibares-252418287.html
ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიის წევრის პოლიციაში დაბარების მიზეზი გუშინდელი ინცინდენტი გახდა, რომლის დროსაც პოლიტიკოსს ქუჩაში მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 25.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-25T19:06+0400
2021-07-25T19:06+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს გუშინ ინტერვიუს მიცემის დროს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკოსი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება „პირველი არხი“.დეკანოიძის თქმით, ინციდენტი მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.„კომენტარს ვაძლევდი სახლთან. მთავარი და რუსთავი 2 იყო. მოვარდა მანქანა და კინაღამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ფეხზე გადაურა, ძალით. გავარდა გინებით და მიიმალა. სავარაუდოთ, უბნის ძველი ბიჭები... ანუ, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე - ჟურნალისტები და ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ამ არჩევნებზე, - წერს დეკანოიძე თავის Facebook-გვერდზე.დეკანოიძის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადამიანი, რომელმაც პოლიტიკოსი შეურაცხყო, სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველი განცხადებების ავტორია.ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ ინტერვიუს ჩაწერის დროს დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, იდენტიფიცირებულია. ის გიორგი ომანაძეა.ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.დეკანოიძე ამტკიცებს, რომ ომანაძე ავტომობილს ზემოქმედების ქვეშ მართავდა, საჯაროდ იმუქრებოდა დახვრეტით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრის მიმართ, მანქანა ძალით დაუმიზნა ჟურნალისტს და ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა ძალიან უმნიშვნელო სასჯელია.უცნობია, დაიბარეს თუ არა თავად ომანაძე გამოკითხვაზე.
https://sputnik-georgia.com/20210724/Tbilisis-meria-Camoxsnis-nacmoZraobis-sawinaaRmdego-plakatebs-252414906.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
19:06 25.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ოპოზიციური პარტიის წევრის პოლიციაში დაბარების მიზეზი გუშინდელი ინცინდენტი გახდა, რომლის დროსაც პოლიტიკოსს ქუჩაში მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს გუშინ ინტერვიუს მიცემის დროს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკოსი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება „პირველი არხი“.
დეკანოიძის თქმით, ინციდენტი მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
„კომენტარს ვაძლევდი სახლთან. მთავარი და რუსთავი 2 იყო. მოვარდა მანქანა და კინაღამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ფეხზე გადაურა, ძალით. გავარდა გინებით და მიიმალა. სავარაუდოთ, უბნის ძველი ბიჭები... ანუ, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე - ჟურნალისტები და ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ამ არჩევნებზე, - წერს დეკანოიძე თავის
Facebook-გვერდზე.
დეკანოიძის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადამიანი, რომელმაც პოლიტიკოსი შეურაცხყო, სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველი განცხადებების ავტორია.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ ინტერვიუს ჩაწერის დროს დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, იდენტიფიცირებულია. ის გიორგი ომანაძეა.
ახალგაზრდა მამაკაცის ქმედებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დეკანოიძე ამტკიცებს, რომ ომანაძე ავტომობილს ზემოქმედების ქვეშ მართავდა, საჯაროდ იმუქრებოდა დახვრეტით „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრის მიმართ, მანქანა ძალით დაუმიზნა ჟურნალისტს და ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა ძალიან უმნიშვნელო სასჯელია.
უცნობია, დაიბარეს თუ არა თავად ომანაძე გამოკითხვაზე.