საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / SeismographsСейсмограф
Сейсмограф - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მე-16 მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8, 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთსაათიანი ინტერვალით ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
პირველი, 2,9 მაგნიტუდის ბიძგი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან  თბილისის დროით 12:14 საათზე დაფიქსირდა.
მეორე, 3,6 სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგი 13:03 საათზე თბილისიდან 47 კილომეტრში ქალაქ წალკიდან სამხრეთით 4 კილომეტრში სოფელ ჩაპაევკასთან მოხდა.
სოფელ სამებაში ბოლო ორ თვეში ეს უკვე მე-16 მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7 (ორჯერ), 8 (ოთხჯერ), 11 და 14 ივლისს დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0