რუსთავში მრავალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
80 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 80 წლის მამაკაცი გადავარდა. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0