https://sputnik-georgia.com/20210725/pirveli-qarTuli-medali-tokiodan-vaJa-margvelaSvili-finalSia-252417258.html
პირველი ქართული მედალი ტოკიოდან - ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია
პირველი ქართული მედალი ტოკიოდან - ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია
Sputnik საქართველო
ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე უძლიერესი ძიუდოისტი სამხრეთკორეელი ან ბაული დაამარცხა. ჩემპიონობისთვის ფინალში ქართველს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის... 25.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-25T13:32+0400
2021-07-25T13:32+0400
2021-07-25T13:38+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286890_0:48:1201:723_1920x0_80_0_0_1ab7734e523cfbde8c72071cefbcdafa.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.ვაჟა ნახევარფინალურ ეტაპზე სამხრეთკორეელ ან ბაულს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი დრო სამხრეთკორეელმა ტაქტიკურ ჭიდაობას დაუთმო, ხოლო მარგველაშვილი ქულის მოპოვებას აქტიური შეტევების ხარჯზე ცდილობდა. საბოლოოდ ორთაბრძოლაში დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ვაჟას მდგომარეობა გართულდა. შეხვედრის არბიტრმა ქართველი ძიუდოისტი ორჯერ გააფრთხილა, რამაც სამხრეთკორეელს დიდი უპირატესობა მისცა. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილმა დამატებითი დროის მესამე წუთზე მოწინააღმდეგეს გდება შეუსრულა და ფინალში გავიდა, რაც ავტომატურად მოპოვებულ მედალს ნიშნავს.ფინალურ ეტაპზე ვაჟას მოწინააღმდეგე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იაპონიის წარმომადგენელი აბე ჰიფუმი იქნება.აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მერვედფინალურ ეტაპზე მან რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს შეხვდა და გამარჯვება იპონით იზეიმა.ვაჟა მარგველაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა მის კარიერაში. მისი გამოსვლა ხუთი წლის წინ რიო-დე-ჟანეიროში ნამდვილი იმედგაცრუება იყო როგორც ვაჟასთვის, ისე მისი გულშემატკივრებისთვის. მარგველაშვილი მედლების პრეტენდენტთა მოკლე სიაში იყო და პირველივე ბრძოლაში დამარცხდა სლოვენიელ ადრიან გომბოშთან. მაშინ ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.ახლა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ის კვლავ განიხილება პრიზიორობის კანდიდატად. ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზეა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ასევე ვერცხლი და ბრინჯაო), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო, რამდენიმე გამარჯვება „გრან-პრის“ და „გრანდ სლემის“ ტურნირებზე და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20210724/tokios-olimpiada-qarTveli-sportsmenebi-romlebic-saqarTvelos-25-ivliss-waradgenen-252413479.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286890_86:0:1113:770_1920x0_80_0_0_e82e5691946fd78d0f58da72b240c071.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
პირველი ქართული მედალი ტოკიოდან - ვაჟა მარგველაშვილი ფინალშია
13:32 25.07.2021 (განახლებულია: 13:38 25.07.2021) ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე უძლიერესი ძიუდოისტი სამხრეთკორეელი ან ბაული დაამარცხა. ჩემპიონობისთვის ფინალში ქართველს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება მოუწევს.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.
ვაჟა ნახევარფინალურ ეტაპზე სამხრეთკორეელ ან ბაულს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი დრო სამხრეთკორეელმა ტაქტიკურ ჭიდაობას დაუთმო, ხოლო მარგველაშვილი ქულის მოპოვებას აქტიური შეტევების ხარჯზე ცდილობდა. საბოლოოდ ორთაბრძოლაში დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ვაჟას მდგომარეობა გართულდა. შეხვედრის არბიტრმა ქართველი ძიუდოისტი ორჯერ გააფრთხილა, რამაც სამხრეთკორეელს დიდი უპირატესობა მისცა. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილმა დამატებითი დროის მესამე წუთზე მოწინააღმდეგეს გდება შეუსრულა და ფინალში გავიდა, რაც ავტომატურად მოპოვებულ მედალს ნიშნავს.
ფინალურ ეტაპზე ვაჟას მოწინააღმდეგე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იაპონიის წარმომადგენელი აბე ჰიფუმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მერვედფინალურ ეტაპზე მან რუსი სპორტსმენი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს შეხვდა და გამარჯვება იპონით იზეიმა.
ვაჟა მარგველაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადა მეორეა მის კარიერაში. მისი გამოსვლა ხუთი წლის წინ რიო-დე-ჟანეიროში ნამდვილი იმედგაცრუება იყო როგორც ვაჟასთვის, ისე მისი გულშემატკივრებისთვის. მარგველაშვილი მედლების პრეტენდენტთა მოკლე სიაში იყო და პირველივე ბრძოლაში დამარცხდა სლოვენიელ ადრიან გომბოშთან. მაშინ ეს ნამდვილ სენსაციად იქცა.
ახლა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ის კვლავ განიხილება პრიზიორობის კანდიდატად. ქართველი ძიუდოისტის ანგარიშზეა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე (ასევე ვერცხლი და ბრინჯაო), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო, რამდენიმე გამარჯვება „გრან-პრის“ და „გრანდ სლემის“ ტურნირებზე და სხვ.