კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alex Shlamovგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.061-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 402.759-ს მიაღწია.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.061 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.030  შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 299, იმერეთი - 190, კახეთი - 128, ქვემო ქართლი - 120, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 89, შიდა ქართლი - 62, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 41, გურია - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
სოფია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზავრებას ვერ შეძლებენ
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 373.088-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 23 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.688 მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.957 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.069 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.805 , აჭარაში – 451 , იმერეთში – 642.
947 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 210 პირი, მათგან თბილისში – 155,  აჭარაში –5, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.697 ადამიანი, მათ შორის 908 - თბილისში,  499 – აჭარაში. 17.191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
„ექსპერიმენტი“ ჩავარდება: მესამე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეები ვერ აიცრებიან
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 10 .
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.686 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5.827 , აჭარაში – 2.777 , იმერეთში – 1.980.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.061-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 402.759-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0