თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2021
გამოწერა
ხაზის გაჩერება „სამედიცინო ინსტიტუტისა“ და „ტექნიკურ უნივერსიტეტს“  შორის მონაკვეთზე წარმოქმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა უკვე აღდგენილია, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა დღეს დაახლოებით დღის 15:45 საათისთვის გაჩერდა. კომპანიის ცნობით, მეტროს სადგურები იქ მყოფმა მგზავრებმა შეუფერხებლად დატოვეს.
ხაზის გაჩერება „სამედიცინო ინსტიტუტისა“ და „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის მონაკვეთზე წარმოქმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
„საბურთალოს ხაზზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და მატარებლები ისევ ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ“, - აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.
მატარებლების მოძრაობა სრულად 17:05 საათზე აღდგა.
 
ყველა ახალი ამბავი
0