https://sputnik-georgia.com/20210724/sanfro-bazaZe-tokios-olimpiada-kargi-dasawyisi-252411749.html
სანდრო ბაზაძის კარგი დასაწყისი ტოკიოში - ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელს აჯობა
სანდრო ბაზაძის კარგი დასაწყისი ტოკიოში - ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელს აჯობა
Sputnik საქართველო
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების მეორე ეტაპზეც ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება 24.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-24T09:46+0400
2021-07-24T09:46+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/60/245636096_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_8d7d517ac205841322a238c8b83ec205.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.სანდრომ ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ეგვიპტელ მოჰამ სამერს ანგარიშით 15:10 მოუგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს ოფიციალურად პირველად შეხვდა.ქართველი მოფარიკავე შემდეგ ეტაპზე კვლავ ეგვიპტელს დაუპირისპირდება. სანდროს მეტოქე ზიად ელ სისი იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში ვენიამინ რეშეტნიკოვთან ანგარიშით 15:13 მოიპოვა გამარჯვება. ბაზაძესა და ელ სისის შორის დაპირისპირება თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება.რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოდის. ოლიმპიადა გუშინ, 23 ივლისს გაიხსნა, ხოლო სპორტული ღონისძიებები დღეს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/60/245636096_4:0:995:743_1920x0_80_0_0_654ce42be4811de134ad3157584d5eee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სანდრო ბაზაძის კარგი დასაწყისი ტოკიოში - ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელს აჯობა
09:46 24.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების მეორე ეტაპზეც ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
სანდრომ ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ეგვიპტელ მოჰამ სამერს ანგარიშით 15:10 მოუგო და მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს ოფიციალურად პირველად შეხვდა.
ქართველი მოფარიკავე შემდეგ ეტაპზე კვლავ ეგვიპტელს დაუპირისპირდება. სანდროს მეტოქე ზიად ელ სისი იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში ვენიამინ რეშეტნიკოვთან ანგარიშით 15:13 მოიპოვა გამარჯვება. ბაზაძესა და ელ სისის შორის დაპირისპირება თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოდის. ოლიმპიადა გუშინ, 23 ივლისს გაიხსნა, ხოლო სპორტული ღონისძიებები დღეს დაიწყო.