კორონავირუსი არ არსებობს: ანტივაქსერების საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო

გამოწერა
შაბათს პარლამენტთან რამდენიმე ათეული აქტივისტი შეიკრიბა, რომლებმაც საყოველთაო ვაქცინაცია და კორონავირუსული აკრძალვები გააპროტესტეს. როგორ მიმდინარეობდა აქცია - ჩვენს ვიდეოში იხილავთ
მომიტინგეების თქმით, კორონავირუსული საფრთხე გადაჭარბებულია და საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი ფიქრობენ, ეს ყველაფერი გარკვეული მიზნებით ადამიანების მართვის მეთოდია. დემონსტრანტებმა ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგაც გამოდიან.
აქციის მონაწილეები ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს თხოვდნენ მოეხსნათ პირბადეები, რადგან ისინი, მათი თქმით, გამოუსადეგარია და არ არის საჭირო. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას შეზღუდვების დაცვისა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება ქუჩებსა და ღია სივრცეებს, პირბადის ტარების აუცილებლობა უკვე მოხსნილია.
უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს საქართველოში ვაქცინა Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვიდა, მანამდე კი ქვეყანაში იყო ვაქცინები AstraZeneca, Sinopharm და Sinovac. ათობით ათასმა ადამიანმა უკვე გაიკეთა აცრა.
ყველა ახალი ამბავი
0