COVID-19 საქართველოში – 24 ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 371.434 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 869), გარდაიცვალა – 5.665 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.963 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.564 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.617-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 400.698-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 371.434 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 869), გარდაიცვალა – 5.665 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.963 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.564 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.394 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.104, PCR–ტესტით – 20.290.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო 7 დღის – 6,15%.
სულ აცრილია 398.454 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.673 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0