ტოკიოს ოლიმპიადა იწყება – ქართველ სპორტსმენებს მაყურებელი ხვალიდან იხილავს

© AP Photo / Hiro Komaeოლიმპიადა ტოკიოში
ოლიმპიადა ტოკიოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვები იმოქმედებს. სპორტულ ღონისძიებებს გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა „ახალ ეროვნულ სტადიონზე“.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე არიან. რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს, იქ მედროშე მოფარიკავე ირმა ხეცურიანია.
ტოკიოს ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
ქართველი ათლეტების განრიგი ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტული ღონისძიებები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხვალიდან დაიწყება. ოლიმპიადის პირველ დღეს რამდენიმე ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. 24 ივლისს ძიუდოში საქართველოს მსუბუქ წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენს. ფარიკაობაში საკუთარ ძალებს მოსინჯავს სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიადაზე უკვე მეორედ წარდგება. ქართველი გულშემატკივარი ასევე იხილავს საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ეტაპის შეხვედრას. ხვალ იასპარეზებენ ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილიც.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ტურნირი გადადეს.
დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები>>
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში სპორტული შეჯიბრებები 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ოლიმპიადაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 12,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. პროგრამაში წარმოდგენილია სპორტის 33 სახეობა, რომლებშიც 339 ოლიმპიური მედალი გათამაშდება.
ყველა ახალი ამბავი
0