https://sputnik-georgia.com/20210723/tbiilisshi-kovid-acientebistvis-sawolebis-depicitia-252406917.html
მოთხოვნა შესაძლებლობას აჭარბებს: თბილისში კოვიდ–პაციენტების საწოლების დეფიციტია
მოთხოვნა შესაძლებლობას აჭარბებს: თბილისში კოვიდ–პაციენტების საწოლების დეფიციტია
Sputnik საქართველო
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით... 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T20:12+0400
2021-07-23T20:12+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_0:64:1600:964_1920x0_80_0_0_aeb4a89f80c7c359522c6458fccb08d2.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. კოვიდ–პაციენტებისთვის თბილისში საწოლების დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ახალი ადგილებით მუდმივად ივსება, თუმცა ამ დროისათვის პაციენტების ნაკადის გამკლავება ვერ ხერხდება.„საწოლები ემატება ყველგან. ამ მხრივ დეფიციტი მხოლოდ თბილისშია. რეგიონების მასშტაბით 1.258 საწოლია თავისუფალი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ პრობლემა პედიატრიულ საწოლებზეა და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კლინიკების გადატვირთვა გამოწვეულია იმითაც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველთვის ვერ ახერხებენ პაციენტების დარწმუნებას იმაში, რომ მათ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას და მათ მკურნალობა სახლის პირობებშიც შეუძლიათ. „დღესდღეობით ასეთი პაციენტებისთვის კოვიდ-სასტუმროების ინტენსიური მობილიზაცია მიმდინარეობს. მათ საავადმყოფოების ნაცვლად კოვიდ-სასტუმროში მოათავსებენ, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.მისი თქმით, ტურიზმის სააგენტომ სასტუმროებში 2 ათასამდე ადგილის მობილიზება უკვე განახორციელა, საიდანაც 1,5 ათასი უკვე დაკავებულია. ორი დღის განმავლობაში დამატებით 400 ადგილის მობილიზება მოხდება.„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი არასდროს არიან მარტო. ონლაინ–კლინიკის ექიმები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას და ოჯახის ექიმების მიერ 15,5 ათას პაციენტზე მეტი იმართება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მუშაობენ კლინიკური ჯგუფები ჰოსპიტლებში პაციენტების მონიტორინგზე, რათა ზედმეტად არ მოხდეს მათი დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2.261 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 398 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 370 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 5.656 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210723/gamyreliZe-damsaqmeblebma-vaqcinirebulebi-unda-waaxalison-252404346.html
https://sputnik-georgia.com/20210723/kovid-statistika-regionebis-mixedvit-252397629.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_116:0:1485:1027_1920x0_80_0_0_d7535f531945bf9260bb82630f59c341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
მოთხოვნა შესაძლებლობას აჭარბებს: თბილისში კოვიდ–პაციენტების საწოლების დეფიციტია
20:12 23.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. კოვიდ–პაციენტებისთვის თბილისში საწოლების დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ახალი ადგილებით მუდმივად ივსება, თუმცა ამ დროისათვის პაციენტების ნაკადის გამკლავება ვერ ხერხდება.
„საწოლები ემატება ყველგან. ამ მხრივ დეფიციტი მხოლოდ თბილისშია. რეგიონების მასშტაბით 1.258 საწოლია თავისუფალი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ პრობლემა პედიატრიულ საწოლებზეა და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კლინიკების გადატვირთვა გამოწვეულია იმითაც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველთვის ვერ ახერხებენ პაციენტების დარწმუნებას იმაში, რომ მათ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას და მათ მკურნალობა სახლის პირობებშიც შეუძლიათ.
„დღესდღეობით ასეთი პაციენტებისთვის კოვიდ-სასტუმროების ინტენსიური მობილიზაცია მიმდინარეობს. მათ საავადმყოფოების ნაცვლად კოვიდ-სასტუმროში მოათავსებენ, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ტურიზმის სააგენტომ სასტუმროებში 2 ათასამდე ადგილის მობილიზება უკვე განახორციელა, საიდანაც 1,5 ათასი უკვე დაკავებულია. ორი დღის განმავლობაში დამატებით 400 ადგილის მობილიზება მოხდება.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი არასდროს არიან მარტო. ონლაინ–კლინიკის ექიმები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას და ოჯახის ექიმების მიერ 15,5 ათას პაციენტზე მეტი იმართება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მუშაობენ კლინიკური ჯგუფები ჰოსპიტლებში პაციენტების მონიტორინგზე, რათა ზედმეტად არ მოხდეს მათი დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებებში.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2.261 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 398 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 370 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 5.656 ადამიანი.