საქართველოს ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა

© AFP 2024 / BEN STANSALLტოკიოს ოლიმპიადა–საქართველოს ნაკრები
ტოკიოს ოლიმპიადა–საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა, რომელიც ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.
ოლმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ. სტადიონზე ქართული დელეგაციის 15-მა წევრმა (ცხრა სპორტსმენი და ექვსი ოფიციალური პირი) ჩაიარა. მთლიანად კი საქართველოდან ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა. 
© REUTERS / KAI PFAFFENBACHОлимпиада в Токио - грузинская сборная
Олимпиада в Токио - грузинская сборная  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Олимпиада в Токио - грузинская сборная
ტოკიოს ოლიმპიადა–საქართველოს ნაკრები
განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე ცერემონიის დასაწყისში მაყურებელმა იხილა საინტერესო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც მინიმალიზმის სტილში იყო შესრულებული.
ოფიციალური პირების მილოცვების შემდეგ აღიმართა იაპონიის დროშა და მოედანზე პირველი საბერძნეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლები გამოვიდნენ. როგორც ცნობილია, ოლიმპიადის სამშობლო საბერძნეთია და დელეგაციათა აღლუმს, ტრადიციულად, ისინი იწყებენ. 
© AFP 2024 / MARTIN BUREAUОлимпиада в Токио - грузинская сборная
Олимпиада в Токио - грузинская сборная  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Олимпиада в Токио - грузинская сборная
ტოკიოს ოლიმპიადა – საქართველოს ნაკრები
ოლიმპიადაში 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 33 სახეობაში 339 ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0