მცენარეები ჭრილობების შესახორცებლად და სისხლდენის შესაჩერებლად: ფიტოთერაპევტი გირჩევთ

გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გასწავლით, რომელი მცენარეებით შეიძლება შეიხორცოთ მცირე ჭრილობები და შეიჩეროთ სისხლდენა.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელსაც ბევრი განიცდის ხალხური მედიცინის მიმართ, არსებობს არაერთი რეცეპტი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულადაა დადასტურებული, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექიმმა-ჰომეოპათმა და ფიტოთერაპევტმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა მიხაილ ლუშჩიკმა.
წყლის მრავალძარღვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მრავალძარღვა
მისი თქმით, ცნობილი ფაქტია, რომ მრავალძარღვა ეფექტურად აშუშებს ჭრილობებსა და ნაიარევებს, აქრობს სილურჯეებს. მაგრამ არსებობს სხვა მცენარეებიც, რომლებსაც ანალოგიური თვისებები ახასიათებთ.
ფიტოთერაპევტი განმარტავს, რომ ჭრილობების, ნაკაწრებისა და ნაიარევების შესახორცებლად შეიძლება გამოიყენოთ დასრესილი გვირილა (რომელიც ასევე ანტისეპტიკია) ან კალენდულა (ახასიათებს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები).
„ჯობს დააყენოთ ნახარში, შემდეგ ბამბა ან რაიმე სუფთა ნაჭერი დაასველოთ და მტკივან ადგილზე დაიდოთ“, — ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, ანტიბაქტერიული თვისებები აქვს სოკო მიქლიოსაც. სპეციალისტის თქმით, ეს სოკო არასდროს ლპება, ვინაიდან მასში ანტიბიოტიკი გამომუშავდება, რომელიც მიკროორგანიზმებს ხოცავს. შესაბამისად, ჭრილობების მოსაშუშებლად შესანიშნავი საშუალებაა.
როგორც ექიმი-ფიტოთერაპევტი ამბობს, ნაიარევების შეხორცების უნარი ბევრ მცენარეს აქვს, მაგრამ ზოგი მათგანი წინასწარ დამუშავებას მოითხოვს.
მაგალითად ოფი (Populus nigra, Черный тополь): თუ მის კვირტებს წინასწარ მოაგროვებთ და სპირტზე დააყენებთ, იოდის შემცვლელს მიიღებთ.
„ასეთი ნაყენის წასმა თამამად შეგიძლიათ ჭრილობაზე, ვინაიდან მასში, გარდა ბექტერიციდული ნივთიერებებისა, ასევე შედის ფიტონციდების ტიპის ეთერზეთები და სხვადასხვა სახის ფისები. ეს უკანასკნელი აპკს წარმოქმნის ჭრილობაზე და ინფექციას გავრცელების საშუალებას არ აძლევს“, — განმარტავს ექიმი.
ირკვევა, რომ სისხლის შემადედებელი თვისებები აქვს ჭინჭარსაც, მაგრამ ის ისუსხება. სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარსმანდუკი.
  • „მაშინაც კი, როდესაც საქმე შინაგან სისხლდენასთან გვაქვს, შეგიძლიათ მიირთვათ ფარსმანდუკის ნახარში, ან უბრალოდ გაღეჭოთ მისი ფოთლები და ნერწყვი ყლაპოთ — ის სისხლდენას შეაჩერებს“, — ამბობს ექიმი.
თუმცა იქვე განმარტავს, რომ ეს მეთოდები მხოლოდ მცირე დაზიანებების დროს შეიძლება გამოიყენოთ. თუ ჭრილობა ან სისხლდენა სერიოზულია, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კვალიფიციური დახმარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0