ბათუმში მასშტაბური ბაზრობა „არგანი“ გაიმართება

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ორიგინალური სამკაულები, აქსესუარები და გემრიელი პროდუქცია – ბათუმი სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების საინტერესო ბაზობაზე იწვევს.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ბათუმი ივლის–აგვისტოში დიდ ბაზრობას – Batumi craft bazaar ARGANI მასპინძლობს, იუწყებიან ორგანიზატორები.
„არგანი“ – ესაა სივრცე ნიჭიერი, კრეატიული და შემოქმედებითი ქართველი მხატვრების, ხელნაკეთი ნივთების ხელოსნების, ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც თავიანთ ხელნაკეთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ვერცხლის სამკაულები და აქსესუარები, ტყავის ნაწარმი, ქსოვილები, დიზაინერის სამოსი, ყველი, ღვინო, სანელებლები.
გარდა ამისა, ყოველდღე ჩატარდება სხვადასხვა გასართობ–საგანმანათლებლო მასტერ-კლასები, ფლეშმობები, კონცერტები, დეგუსტაციები.
ღონისძიებები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი: ერას მოედანი, კოლონადები, ანბანის კოშკი, ცენტრალური პარკი, ახალი ბულვარი.
ყველა ახალი ამბავი
0