ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა

© photo: Sputnikწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
წყალმა დატბორა ძველი აშენებული სახლები დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე, რომლის მოსახლეობა მერიას დიდი ხანია სთხოვს მათ აღებასა და მის ადგილზე ახალი მრავალსართულიანი სახლის აშენებას.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და სახლების პირველი სართულები დატბორა.
დაიტბორა თევდორე თავდადებულის ქუჩის სახლების პირველი სართულები და სარდაფები, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დაზარალებულები დახმარებას მერიას სთხოვენ. მათი თქმით, ძლიერი ნალექის დროს მათი სახლები ხშირად იტბორება.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 19–25 ივლისს
ისინი მუნიციპალიტეტს სთხოვენ, დაეხმაროს მათ ინვესტორის პოვნაში, რომელიც ძველ შენობებს აიღებს და ახალ მრავალსართულიან სახლს ააშენებს.
წყალგამანაწილებელ კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფები დილის 6 საათიდან მუშაობენ. ისინი წმენდენ სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელ არხებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქალაქში დაახლოებით ათი სახლი დაიტბორა.
„წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დილიდან დავიწყეთ და ეს მთელი დღე გაგრძელდება. დატბორვა უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული ლოკაციები ქალაქის დაბალ წერტილებში მდებარეობს და წყლის გატარება სწრაფად ვერ მოხდა“, – განუცხადეს კომპანიაში „აჭარის ტელევიზიას".
საქართველოში ცხელი ამინდების შემდეგ ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო და უხვი ნალექიც მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები და ქარი 24 ივლისამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0