https://sputnik-georgia.com/20210723/CoxataurSimoswavleze-moZalade-maswavlebeli-daakaves-252405913.html
ჩოხატაურში 64 წლის მასწავლებელი დააკავეს, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა
ჩოხატაურში 64 წლის მასწავლებელი დააკავეს, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T18:34+0400
2021-07-23T18:34+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252404853_0:93:3312:1956_1920x0_80_0_0_fb4ec675a9bbf3297d72b3fe9d4819c1.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტზე მასწავლებელი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის ისტორიის მასწავლებელს 18 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.ჩოხატაურის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, პედაგოგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დანაშაული უკვე აღიარა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210722/skandali-guriis-erT-erT-skolaSi-moswavle-maswavlebels-seqsualur-ZaladobaSi-adanaSaulebs-252395068.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252404853_291:0:3022:2048_1920x0_80_0_0_61aab64dfba668ea17fd81c9462ce63f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ჩოხატაურში 64 წლის მასწავლებელი დააკავეს, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა
18:34 23.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტზე მასწავლებელი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის ისტორიის მასწავლებელს 18 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
ჩოხატაურის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, პედაგოგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დანაშაული უკვე აღიარა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.