https://sputnik-georgia.com/20210722/uefas-konferens-liga-Tbilisis-dinamo-Sin-makabisTan-damarcxda-252395116.html
უეფას „კონფერენს ლიგა“: თბილისის „დინამო“ შინ „მაკაბისთან“ დამარცხდა
უეფას „კონფერენს ლიგა“: თბილისის „დინამო“ შინ „მაკაბისთან“ დამარცხდა
Sputnik საქართველო
მასპინძლებმა გოლის გატანა თამაშის ბოლო წუთებზე შეძლეს და ამით ევროთასზე მიმდინარე დაპირისპირებაში ინტრიგა დატოვეს. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T23:18+0400
2021-07-22T23:18+0400
2021-07-22T23:54+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251987727_0:0:1915:1084_1920x0_80_0_0_6cc7fef10ab12c0efd198fe34b0d68de.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელის „მაკაბისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მერვე წუთზე დაწინაურება შეძლეს. მას შემდეგ, რაც „დინამოს“ მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, ომერ აცილიმ დრო იხელთა და ომარ მიგინეიშვილის კარი აიღო.შესვენების შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა „დინამოელებს“ დაუთმეს, მაგრამ კახა ცხადაძის აღსაზრდელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მეტიც, 66-ე წუთზე, ჩვენი დაცვის მორიგი შეცდომის შემდეგ „მაკაბიმ“ უპირატესობა გააორმაგა. გოლი დენ დევიდმა გაიტანა.მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება ერთ გოლამდე მაინც შეძლეს. 89-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავი გიორგი პაპავამ ისახელა, რითიც მეტოქეთა დაპირისპირებაში ინტრიგა შეინარჩუნა.კლუბებს შორის საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ისრაელში გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210719/kviris-sportuli-mimoxilva-252356521.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251987727_0:0:1915:1204_1920x0_80_0_0_ec2d5489eee2424f4062e12f0e6f8eb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
უეფას „კონფერენს ლიგა“: თბილისის „დინამო“ შინ „მაკაბისთან“ დამარცხდა
23:18 22.07.2021 (განახლებულია: 23:54 22.07.2021) მასპინძლებმა გოლის გატანა თამაშის ბოლო წუთებზე შეძლეს და ამით ევროთასზე მიმდინარე დაპირისპირებაში ინტრიგა დატოვეს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელის „მაკაბისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მერვე წუთზე დაწინაურება შეძლეს. მას შემდეგ, რაც „დინამოს“ მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, ომერ აცილიმ დრო იხელთა და ომარ მიგინეიშვილის კარი აიღო.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა „დინამოელებს“ დაუთმეს, მაგრამ კახა ცხადაძის აღსაზრდელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მეტიც, 66-ე წუთზე, ჩვენი დაცვის მორიგი შეცდომის შემდეგ „მაკაბიმ“ უპირატესობა გააორმაგა. გოლი დენ დევიდმა გაიტანა.
მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება ერთ გოლამდე მაინც შეძლეს. 89-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავი გიორგი პაპავამ ისახელა, რითიც მეტოქეთა დაპირისპირებაში ინტრიგა შეინარჩუნა.
კლუბებს შორის საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ისრაელში გაიმართება.