https://sputnik-georgia.com/20210722/dasavlet-saqartveloshi-parosanas-ebrzvian-252388948.html
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მინდვრების დამუშავება აუცილებელია. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T12:50+0400
2021-07-22T12:50+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
აზიური ფაროსანა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24031/15/240311536_0:223:1920:1308_1920x0_80_0_0_901ee27144c9958011a4d6cde6a0e8d3.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებს ამუშავებს, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ამ დროისათვის დამუშავებულია 16 ათასამდე ჰექტარი სიმინდის საყანე ფართობი, რომლის დამუშავება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2.520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა. მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, საყანე ფართობების დამუშავება აუცილებელია. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად.ფერმერებთან შეხვედრისას გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რათა მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დროულად ჩატარდეს და ფერმერებმა, ისევე, როგორც წინა წლებში, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მიიღონ.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. მავნებელთან ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20210515/aziuri-farosanas-winaaRmdeg-brZola-grZeldeba-saagentos-angariSi-251735412.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24031/15/240311536_0:162:1920:1369_1920x0_80_0_0_59faf1f8adbe6e620b76895b9100a827.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, აზიური ფაროსანა, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, აზიური ფაროსანა, საქართველო
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
12:50 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მინდვრების დამუშავება აუცილებელია.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებს ამუშავებს, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ამ დროისათვის დამუშავებულია 16 ათასამდე ჰექტარი სიმინდის საყანე ფართობი, რომლის დამუშავება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2.520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, საყანე ფართობების დამუშავება აუცილებელია. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად.
ფერმერებთან შეხვედრისას გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რათა მავნებლის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დროულად ჩატარდეს და ფერმერებმა, ისევე, როგორც წინა წლებში, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მიიღონ.
„გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით აზიური ფაროსანას გამრავლება-გავრცელება კონტროლქვეშ მოგვექცია. წელს, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული მავნებლის რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერმერებმა გაითვალისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციები, დაიწყეს ხარისხიანი და მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. მავნებელთან ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.