https://sputnik-georgia.com/20210722/acrian-Tu-ara-16-wels-zemoT-asakis-pirebs-Pfizer-is-garda-sxva-vaqcinebiT-cercvaZis-ganmarteba-252394555.html
აცრიან თუ არა 16 წელს ზემოთ ასაკის პირებს Pfizer-ის გარდა სხვა ვაქცინებით:ცერცვაძის პასუხი
აცრიან თუ არა 16 წელს ზემოთ ასაკის პირებს Pfizer-ის გარდა სხვა ვაქცინებით:ცერცვაძის პასუხი
Sputnik საქართველო
ცერცვაძე განმარტავს, რომ სხვა ვაქცინების შემთხვევაში 16 წლის ასაკიდან ვაქცინაცია მხოლოდ შესაბამისი კვლევების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T21:40+0400
2021-07-22T21:40+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221910_0:345:2778:1915_1920x0_80_0_0_20fb2e0f369d6d53bd8dc73e8b10ee47.jpg
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის გარდა 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.მისივე თქმით, 16 წლის ასაკიდან ზემოთ მოქალაქეების აცრა სხვა ვაქცინებით შესაძლოა უახლოეს მომავალში იყოს შესაძლებელი, მანამდე კი შესაბამის კვლევებს დაელოდებიან.„ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ Pfizer-მა. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვის ნებადართული რამდენიმე დღის წინ გახდა. ხოლო AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან.ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. 22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 383.339 ადამიანი, მათგან ორივე დოზით ვაქცინირებულია 135.291 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210722/saqarTveloSi-Pfizer-is-vaqcinis-500-aTasi-doza-SabaTs-Semova-252394346.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252221910_0:257:2778:2003_1920x0_80_0_0_a8eed7dc1b243d9f502ac4cc5175476a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
აცრიან თუ არა 16 წელს ზემოთ ასაკის პირებს Pfizer-ის გარდა სხვა ვაქცინებით:ცერცვაძის პასუხი
21:40 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ცერცვაძე განმარტავს, რომ სხვა ვაქცინების შემთხვევაში 16 წლის ასაკიდან ვაქცინაცია მხოლოდ შესაბამისი კვლევების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის გარდა 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, 16 წლის ასაკიდან ზემოთ მოქალაქეების აცრა სხვა ვაქცინებით შესაძლოა უახლოეს მომავალში იყოს შესაძლებელი, მანამდე კი შესაბამის კვლევებს დაელოდებიან.
„ასეთი კვლევა ჩაატარა მხოლოდ Pfizer-მა. ახლო მომავალში არ იგეგმება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში სხვებიც ჩაატარებენ და ისინიც უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ პირებისთვის ნებადართული რამდენიმე დღის წინ გახდა. ხოლო AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია - 28 ათასი დოზა - 14 ივლისს. ივლისშივე ელოდებიან პრეპარატის მომდევნო პარტიების. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. 22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 383.339 ადამიანი, მათგან ორივე დოზით ვაქცინირებულია 135.291 პირი.