თუ აცრის გეშინიათ: ექიმი გასწავლით, როგორ მოიქცეთ

© AFP 2024 / Ethan Millerვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
თუ ვაქცინაციის მიმართ ძლიერი შიში გაქვთ, ექიმი გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ორგანიზმს „პროტესტის რეაქცია“ არ ჰქონდეს.
თბილისი, 22 ივლისი − Sputnik. ვაქცინაციისადმი ქვეცნობიერ შიშს აცრის შემდეგ ფსიქოსომატური გვერდითი ეფექტების პროვოცირება შეუძლია, განუცხადა რადიო Sputnik-ს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ნადეჟდა ზუიკოვამ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
იწვევს თუ არა კორონავირუსის ვაქცინა უნაყოფობას: პოპულარული ექიმის პასუხი
ექიმის თქმით, თუ ადამიანი ვაქცინაციისადმი შიშებზე ფიქრს იწყებს, ის ნაბიჯ-ნაბიჯ „აპროგრამებს“ ორგანიზმს აცრის მიმართ ნეგატიურ რეაქციაზე. შედეგად – ის გრძნობს გვერდითი ეფექტების სიმპტომებს, მაგალითად, ტემპერატურის აწევას თუ ზოგად სისუსტეს, რომლებიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში არც ყოფილიყო.
„ეს შესაძლოა იყოს პროტესტის ფსიქოლოგიური რეაქცია. ცნობილია, რომ ტემპერატურის ნევროზული ზრდის მაჩვენებელი − 37,2–37,6 გრადუსია. მაგრამ ზოგი გამოკვეთილად ისტერიული ნატურის ადამიანი შეიძლება იმდენად ძლიერ ვეგეტატიურ რეაქციას განიცდიდეს, რომ სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდეც კი გაეზარდოს. თუმცა მოკლე ხნით“, − განმარტა ექიმმა.
როგორც ზუიკოვამ აღნიშნა, თუ ადამიანი აცრების კატეგორიული წინააღმდეგია, მას შეიძლება ფსიქოსომატური რეაქციები განუვითარდეს. ამიტომ ჯობს „პანიკურ მდგომარეობაში“ თავი შეიკავოს ვაქცინაციისგან.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
ორსული ქალების აცრა კორონავირუსზე: ჯანმო ახალ რეკომენდაციებს გასცემს
აცრის მიმართ ძლიერი შიშების შემთხვევაში სპეციალისტი გვირჩევს, მშვიდად გავიაზროთ ის შეგრძნებები, რომლებიც ორგანიზმს სხვა დროს გამოუვლენია სტრესებზე. თითოეულ ზრდასრულს უკვე აქვს ასეთი რეაქციების გარკვეული ანაკრები: უძილობა, ტირილი, შფოთვა, პანიკური შეტევები და სხვ. ამიტომ ჯობს ადამიანი ჯერ დამშვიდდეს, დაფიქრდეს და ფსიქოლოგიურად მოემზადოს ვაქცინაციისთვის, რათა შიშმა გვერდითი ეფექტების რისკი არ გაზარდოს.  
მაგრამ თუ გრძნობთ, რომ მღელვარებასა და ნერვიულობას მაინც ვერ უმკლავდებით, მაშინ შეგიძლიათ დამამაშვიდებლები მიიღოთ.
„შეგიძლიათ დალიოთ დამამშვიდებლები. დაიწყეთ შავბალახას, ვალერიანის, ვალოკორდინის წვეთებით. თუ არ გიშველათ, მაშინ შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები მიიღეთ და ადრენალინის გამოტყორცნა, რომელიც სტრესის შედეგად გამომუშავდება, შეჩერდება“, − გვირჩევს ექიმი.
მისი თქმით, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა შფოთვის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა სასურველია, რომ მისი მიღება აცრამდე ორი-სამი დღით ადრე დაიწყოთ.
ყველა ახალი ამბავი
0