„მე ვარ ჟურნალისტი!“ - თეა წულუკიანმა ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტს მიკროფონი წართვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
მინისტრის თქმით, ამიერიდან „ქართული ოცნების“ ყველა ღონისძიებასა თუ პრეზენტაციებზე ამ მოპოვებული „ნადავლით“ ივლის.
თბილისი 22 ივლისი - Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეარხ „მთავარის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა თავად დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ინციდენტი მოხდა სენაკის თეატრის განახლებული შენობის გახსნაზე, რომლის რემონტი დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა.
„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :))))“ - დაწერა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის ჩაშლილი გამოსვლა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დაიცვა
მინისტრი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. მეტიც, წულუკიანის თქმით, ამიერიდან „ქართული ოცნების“ ყველა ღონისძიებასა თუ პრეზენტაციებზე ამ მიკროფონით ივლის.
ჟურნალისტზე „თავდასხმის“ ვიდეო ტელეარხმა „მთავარმა“ გამოაქვეყნა. მასალიდან ჩანს, რომ მინისტრი, ისე რომ არ შეუხედავს მიკროფონის ლოგოსთვის, რამდენჯერ უწოდებს ტელეარხ „მთავარს“ „ფორმულას“.
ის ასევე ამბობს „ბიძინას გაუმარჯოს“ და სთხოვს გაიმეოროს ეს სიტყვები ემა გოგოხიას.
„ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი“, - აცხადებს წულუკიანი.
ყველაფერი დაიწყო ჟურნალისტის კითხვით პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც კვირას, 18 ივლისს მოხდა, როდესაც, ოპოზიციის აზრით, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გამოიყენა ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ემა გოგოხია დარბაზიდან თეატრის ადმინისტრაციამ გაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0